“საქართველოს მთავრობა – თუ ამ ყველაფრის ეთერში ჩვენება არ შეიძლება, რატომ არ ატოვებინებთ ტერიტორიას ჟურნალისტებს. მერე ჟურნალისტების დადანაშაულება არ დაიწყოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. პ.ს. ახლა მთავარია ნიღბიანი პირი “ნაცი” არ აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკი. და ყველაზე მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს!”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.
მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.