“მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში. ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა.”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.
მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო.