კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გუშინდელ „რეაქციაში“ სხვადასხვა თემა, მათ შორის 26 ოქტომბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მცდელობაზე ისაუბრა.
„ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე. აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. ამიტომ აქვს ყველგან გაფუჭებული საქმე და იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. როგორ შეიძლება შენ გქონდეს ინტერესი ქვეყნის მიმართ და სხვა ინტერესი არ გქონდეს. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით…
არჩევნების მერე მანდ გამომიგზავნა კაცი, რადგან ის არ მოელოდა, რომ ჩვენ, ოპოზიცია და განსაკუთრებით პრეზიდენტი ამ არჩევნებს გამოაცხადებდა არალეგიტიმურად. ეს იყო პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი. გახსოვს რამდენი ვიბრძოლეთ მაშინ და რით დამთავრდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხაზარაძემ.