aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ყარაბაღში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ტერტერისა და რაიონის სხვა ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებს.

„ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე ჩვენი ჯარი აკონტროლებს. განადგურებულია მოწინააღმდეგის კიდევ 3 საარტილერიო რაკეტა, რამდენიმე ნაღმტყორცნი და 3 სატვირთო მანქანა პერსონალით,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

იტვირთბა....