ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქალაქ განჯაზე განხორციელებული თავდასხის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა – აზიებაიჯანული მედია

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, – აღნიშნულ ინფორმაციას აზეირბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით,ქალაქ განჯაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, თავდასხმასთან დაკვშირებით განცხადება, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც გაავრცელა, რომელიც იუწყება, რომ  რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მათივე ცნობით, თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....