მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულები საღამოს 10 საათიდან აღარ იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო მიიღო.
როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეჩერებაში დაეხმარება.
“თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელება შევანელოთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.