ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ სომხეთი შეეცდება ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, თუ სომხეთი მილსადენებზე კონტროლის დამყარებას ეცდება, ამას უმკაცრესი შედეგი მოჰყვება. ამის შესახებ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haberturk-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„სომხეთი ცდილობს ჩვენს მილსადენებზე თავდასხმა განახორციელოს და მათზე კონტროლი მოიპოვოს. თუ სომხეთი შეეცდება იქ ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი“, –  განაცხადა ალიევმა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპრაკების პროცესში თურქეთის ჩართვაზე. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....