ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო სწავლება განაახლეს.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა.

„რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა. თურქეთი ახლაც განაგრძობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ეს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ცხადყოფს. ეს თურქეთის იმპერიის აღდგენაზე მიმართული პოლიტიკაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....