აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ყარაბაღში – ამის შესახებ, ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.
“აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ყარაბაღში. ეს ლოგიკურია ორი მიზეზით:
1. რუსეთი და სომხეთი ერთი სამხედრო ბლოკის წევრები არიან.
2. დღევანდელ გამყოფ ზოლზე საზღვრის ფიქსაცია და კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებალია.
აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.
ეს ძნელად წარმოსადგენია.
ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი რეგიონში შეუშვებს დასავლეთს.
სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს. ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს”, – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა