ახალი ამბები მთავარი

“ტურებმა, მგლებზე დაიწყეს ნადირობა” – კონსტანტინე მორგოშია

,,ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა ლევანზე, ამ დღეებში წერილის დასაწერად ძალები ვერ მოვიკრიბე… რაც არ უნდა დამეწერა ვიცოდი, რომ ლევან ჯანგველაძე მაინც იმაზე მეტს იმსახურებს ვიდრე მე დავწერდი მასზე. დღეს ქართული მიწა მიიბარებს თავისთან ძალიან მაგარ ადამიანს, მამას, მეუღლეს, ძმას, შვილს და მეგობარს. ბევრი უბედურება უნახავს ჩვენს ქვეყანას და კერძოდ ამ ქალაქს. უამრავი უდანაშაულო და ვაჟკაცი – პატრიოტი კაცი მოუკლავთ თბილისის ქუჩებში. მაგრამ ლევანის ასეთი მუხანათური დაკვეთილი მკვლელობა მაინც განსხვავებული ამბავია. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურებმა, მგლებზე დაიწყეს ნადირობა. დარწმუნებული ვარ თავად არც ეს ქალაქი და არც ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ვაჟკაცი ბიჭები ამ პატრიოტი და მართალი ადამიანის მკვლელობას არ მიაჩუმათებენ და თავის ღირსებას ტალახში არ ამოთხვრიან, რადგან კარგად იციან, რომ ლევანის მკვლელობის დეტალები მაინც გამოვლინდება დღეს თუ ხვალ. ეს ვაი-მედიები მიზანმიმართულად მოიხსენიებენ ლევანს, როგორც კანონიერი ქურდის მერაბ “Сухумский – ს ძმად და ჰგონიათ ამით რამე ჩრდილი მიადგება ცხონებულ ლევანს! ან რა იციან საერთოდ ვინაა მერაბი ამ ჭინკებმა და რა ცხოვრება აქვს გამოვლილი, ან რა სიკეთეები აქვს ნაკეთები, ან საერთოდ რა იციან ამათმა რა არის ეს ქურდული ….
ჩემს ბავშვობაში ვაჟკაცი ქურდებიც იყვნენ და ღირსეული მილიციელებიც და პოლიციელებიც. ვინც აშავებდა იჭერდნენ და ვინც არ აშავებდა ცხოვრობდნენ თავისი ცხოვრებით. ყველა თავის ცხოვრების გზას თავად ირჩევს და თავის ჯვარს ატარებს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ იმ სოციუმში გაზრდილი თაობა, უფრო პატრიოტი; უფრო ზრდილობიანი; წესიერი; განათლებული; წარმატებული და ბრძოლის უნარიანი იყო!!! იმ თაობის ხალხს არ სჭირდებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვის დაკანონება პარლამენტში ან L@G@B@T პროპაგანდასთან ბრძოლის დაკანონება, რადგან იმ თაობის ხალხში წესიერება და სამართალი ცხოვრების წესი იყო!!! ამ სოციუმში გაიზარდა ყველა ბუმბერაზი სპორტსმენი; ხელოვანი; აკადემიკოსი; პროფესორი თუ მეცნიერი და ა.შ, ისინი ყოველთვის ამაყობდნენ წესიერი ძმაკაცებით და მეგობრებით, გინდ მილიციელი ყოფილიყო ვინმე, გინდ სპორტსმენი თუ ახლანდელ ვაი-დროებაში დიდი ძალისხმევით დემონიზირებული კანონიერი ქურდი!!! ყველა დროში იყო მართალი და სწორი ხალხის დევნა და დემონოიზირება, მაგრამ გავიდა დრო და ამ ხალხზე მომავალი თაობები წიგნებს და მოთხრობებს წერდნენ და ფილმებს იღებდნენ!!! ყველამ იცის დათა თუთაშხია, მაგრამ არავის არ ახსოვს და არც აინტერესებს ის ხალხი, ვის გამოც დათა გააბრაგდა… ასევეა იყო ხარება და გოგიას შემთხვევაში არსენა ოძელაშვილის შემთხვევაში და ა.შ!!! ერთი სიტყვით წესიერ ხალხს სხვა და სხვა დროს ხან აბრაგებს ეძახდნენ, ხან ფირალებს და ხანაც კანონიერ ქურდებს, მაგრამ დრო მაინც ყველაფერს თავის სახელს არქმევდა და ისევ დაარქმევს!!! ყველა კათედრის და პროფესიის ხალხშია კარგი და ცუდი, ექიმებშიც; სასულიერო პირებშიც; პოლიტიკოსებშიც; ჩინოვნიკებშიც; ძალოვნებშიც!!! ფაქტი ისაა, რომ როცა ეს ბალანსი დაირღვა, მაშინ ქვეყანაშიც ყველაფერი აირია და მივიღეთ ის რაც ახლა გვაქვს!!! არასდროს არ შემშინებია არავისთან არც მეგობრობის და არც ახლობლობის რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი და მითუმეტეს არც დამიმალავს!!! ყველა პროფესიის ადამიანთან ვმეგობრობ და მათ შორის ქურდებთანაც!!! მე იმდროინდელ სოციუმში გავიზარდე და ვამაყობ ამით!!! ის თბილისი მახსოვს, სადაც ყველა ყველას პატივს სცემდა და ჰაერში სიყვარული ტრიალებდა!!! როცა რუსთაველზე აივლიდი ჩაივლიდი და ბედნიერი იყავი!!! როცა დანის ან იარაღის ტარებაზე ძალოვნის გარდა ისეთი ხალხიც გთხოვდა პასუხს, რომელსაც ახლა ეს ჭინკები კრიმინალურ ავტორიტეტებს ეძახიან!!! მე იმ სოციუმში გავიზარდე სადაც წაქცეულს არ ურტყამდნენ და არასწორად მოქცევისთვის პასუხს გთხოვდნენ და ხელს არ გაფარებდნენ!!!
მშვიდობით ლევან ჩემო ძმაო, სამწუხაროდ იმ რეალობაში ვცხოვრობთ სადაც შენისთანა ბიჭებს ეს ქვეყანა არ იმსახურებს!!! ❤️🙏” – წერს კონსტანტინე მორგოშია, სოციალურ ქსელში
იტვირთბა....