ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე კონსულტაციების დაწყებას ვთავაზობ“ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებულ სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე“, – აღნიშნავს ფაშინიანი.

იტვირთბა....