Freedom House-ი 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
„აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონის მოსახლეობის 65% ცხოვრობს საარჩევნო ავტოკრატიებში, როგორიცაა უნგრეთი, რუსეთი და სერბეთი. საქართველო სიას 2024 წელს შეუერთდა. ქვეყნებს შორის, რომლებმაც არჩევნები 2024 წელს ჩაატარეს და სადაც ეს არჩევნები მნიშვნელოვნად ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე 10 წლის წინ – კომორი, საქართველო და მოზამბიკი არიან.
ქვეყნებიდან ზოგიერთი, როგორიცაა სომხეთი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი და უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, ან ფიზიკური შემოჭრით (უკრაინა), ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულებით (სომხეთი და ბელარუსია), ან საარჩევნო პროცესებში ჩარევით (საქართველო და რუმინეთი).
დემოკრატიზაციის პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით 2013-დან 2017 წლამდე გაგრძელდა. ვითარებამ შეცვლა 2018 წელს დაიწყო, მაგრამ გაუარესება თანდათანობით, 2023 წლამდე იყო. 2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად გადაიქცა. 2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბებისა და მასიური პროტესტის ბრალდებებით იყო, მთავრობამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად მოიხსენია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააპატიმრეს და დაადანაშაულეს, შემოიღეს ახალი კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”. გარდა ამისა, საქართველოში, მაგალითად, ეუთოს მისიამ მედიაში აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა აღმოაჩინა.
საქართველოში, საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში ევროპარლამენტს აიძულა არჩევნების შედეგი არ ეღიარებინათ“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.