“ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც დღეს განვიხილეთ, არის ის, რომ საჯარო, კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალებაა, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე. თუ, ასე ვთქვათ, ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭიროება სამსახურში თუ ოფისში მისვლის. დისტანციურად შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა. მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოწოდება, რომელიც აქტუალური იყო გაზაფხულზე “დარჩი სახლში” თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, კვლავ ძალაში უნდა იყოს.