აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ ინფორმაციას მედია, აზერბაიჯანის თვადაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სომხეთის არმია აღდერე-ერტერისა და ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადა. გარდა ამისა, ჩვენი რამდენიმე დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
ამასთან, მსგავსი განცხადება სომხურმა მხარემაც გააკეთა. სომხური მედია სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის „ფეისბუქის” საშუალებით გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ სამხრეთის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების სიხშირე გაიზარდა.
შეგახსენებთ, აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.