ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეწყვეტენ.- ამის შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს. როგორც რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განმარტეს, ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.

შეგახსენებთ, მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სალაპარკოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....