სომხური მედიის იფორმაციით სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ სამხრეთის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების სიხშირე გაიზარდა.
„თავდაცვის არმიის ნაწილებმა მტრის ყველა თავდასხმა მოიგერიეს, მის პირად შემადგენლობას დიდი ზარალი მიაყენეს და უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. მტერი ეშმაკურად ცდილობს, 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტამდე, სიტუაცია შეცვალოს“, – წერს სტეპანიანი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზეირბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. მხარეებმა ერთობლივ განცხადებაში განმარტეს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებას შეწყვეტდნენ და მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსკოვში გამრთულ შეხვედრას, რომელსაც აზეირბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.