ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ქართული ოცნება პატიოსან არჩევნებში ვერ მოიგებს, ისინი თამარ ჟვანიას ხელმძღვანალეობით აპირებენ არჩევნების გაყალბებას” – გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გრიგოლ ვაშაძე მედიასთან აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ სადამსჯელო ორგანიზაციაა და მას ძალადობის წინააღმდეგ მოწოდების უფლება არ აქვს.

“ბიძინა ივანიშვილის განცხადების მხოლოდ ორი აბზაცი წავიკითხე, რადგან მისი არც ინტერვიუების წაკითხვის თავი მაქვს და არც განცხადებების. ბოლნისში, მარნეულში, თბილისში, სადაც ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს მისი ზონდერები სცემენ, ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო? ვის ეუბნება ძალადობას არ აჰყვეს? ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია? მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მის მყარ რეიტინგებს, როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა მას. 31 ოქტომბერს გასცმეს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდებისა და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისნაირ ადამიანს საპყრობილეში აგდებს. მათ ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ. რაზე უნდა მიხვიდე, 8 წლის შიმშილზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ქვეყნის ძარცვაზე უნდა ელაპარაკო? და მეორეც თამარ ჟვანიას ხელმძღვანალეობით აპირებენ არჩევნების გაყალბებას. „ქართული ოცნება“ პატიოსან არჩევნებში ვერ მოიგებს”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ,  გუშიან ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

იტვირთბა....