ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს” . – „იმედის“ საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ დაცული იქნება ჟურნალისტების უსაფრთხოება, ისევე მათი უფლება თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა.“ – ნათქვამია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებათ კი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლის ეს განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ზემოთ ნახსენები განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.