დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ამის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ტესტირებაც ჩატარებულია.
მათ შორის, ტესტი გაუკეთდა ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესაც. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ არცერთ ადამიანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.