დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველ არხს ცენტრიდან უთხრეს, რომ ინფიცირების წყარო აღნიშნული პირის კონტაქტია, რომელიც მის სამსახურს არ უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მისი, როგორც კონტაქტის გამოვლენის შემდეგ, პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. ცენტრის ინფორმაციითვე, თანამშრომლები ყოველ კვირაში იტესტებიან და შესაბამისად, დამატებითი ტესტირების ან თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა.