ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო მართვის სამსახური ავრცელებს.
ამ დრომდე გრძელდება ძებნა მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის, მამა-შვილის სამძებრო სამუშაოები.
შეგეხსენებთ, მაშველებმა 16 სათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომანქანა და ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ისინი მეგობრები იყვნენ.
შეგახსენებთ, გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.