საგანგებო მართავის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა და ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოების შედეგად ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება მეწყერში მოყოლილი საცხოვრებელ სახლში მყოფი ადამიანების პოვნა.
საგანგებო მართვის სამსახურის ცნობით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
შეგახსენებთ, გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.