aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში, მეწყერის შედეგად დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელვაჩაურში, მეწყერის შედეგად დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებენ. ძლიერი ნალექის შედეგად გუშინ მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ასევე მეწყერის შედეგად დაკარგულია ავტომობილის მძროლი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეწყერის შედეგად დაკარგული მანქანა უკვე ნაპოვნია, თუმცა მძღოლს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოების შედეგად ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება საცხოვრებელ სახლში მყოფი 5 ადამიანის პოვნა.

ამასთან, ხელვაჩაურში მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის სამსახური. ადგილზე სამაშველო- სახანძროს ასამდე მაშველი მუშაობს. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

მათივე ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

შეგახსენებთ, გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....