ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მთიან ყარაბაღში “ფრანს-პრესის” თანამშრომლებს თავს დაესხნენ” – სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც “ფრანს-პრესის” თანამშრომლები მთიან ყარაბაღში გადაადგილდებოდნენ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სომხური მედია, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტამდე, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ქალაქ მარტუნის დაბომბვის შედეგად გამოცემა Le Monde-ს ორი ჟურნალისტი, ARMENIA TV-ის ოპერატორი და 24News-ის ჟურნალისტი დაშავდნენ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....