aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, ეს მსხვილი მოთამაშეების საქმეა – ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში” – ხუხაშვილისომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

“თავისთავად ეს განცხადება მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეების საქმეა. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში. ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ რამენაირად კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ტექნიკურად შეგვიძლია ეს ფუნქცია ვიკისროთ, მაგრამ საკითხი უფრო დიდი მოთამაშეების საქმეა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ამიერკავკასიის მოედანზე ჯერჯერობით ამ კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური მოთამაშე რუსეთია, რომლის პროტექტორატის ქვეშ სომხეთი წლების განმავლობაში იყო და მეორე მხრივ – თურქეთი, რომლის ტანდემი აზერბაიჯანთან საყოველთაოდ ცნობილია.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....