ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორ ცნობილია, პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ კიდევ 100-მდე ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გასცა.

ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერს, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

იტვირთბა....