ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რადიო თავისუფლებამ” გლობალური მედიის სააგენტოს უჩივლა

“რადიო თავისუფლებამ” (RFE/RL) გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა დაბლოკონ რადიო თავისუფლების ფედერალური გრანტის შეწყვეტის მცდელობა.

საჩივრის თანახმად, “რადიო თავისუფლების” იმ თანხების დაბლოკვა, რომელიც კონგრესმა მისთვის გამოყო, არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებზე. საქმე შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლოში განიხილება.

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია”, – განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

ცნობისთვის, 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებით შეამცირა შვიდი სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

 

იტვირთბა....