მთავარი ციტატა

“თუ რუსეთმა სომხეთს მკაფიოდ დაუჭირა მხარი, ის კარგავს აზერბაიჯანთან კონტაქტს”-პაატა ზაქარეიშვილი

“თამამდ შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ვითარება საკმაოდ რთული. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ასეთი სერიოზილი დაპირისპირება არ ყოფილა. ეს არის ნამდვილად ფართომაშტაბიანი შეტაკება. რუსეთი სომხეთს საჯაროდ მხარს ბოლომდე ვერ უჭერს. მას არ აწყობს დაპირისპირება აზერბაიჯანთან. თუ სომხეთს მკაფიოდ დაუჭირა მხარი, ის კარგავს აზერბაიჯანთან კონტაქტს.”

პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი

“დღის ამბები”

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....