ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სირცხვილი თქვენ – საქართველოს ე.წ. მთავრობა. რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების განცხადებებს ეხმაურება და წერს: სირცხვილი თქვენ  – საქართველოს ე.წ. მთავრობა – “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და  ამის თქმასაც ვერ ბედავთ ! – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმაწყალო დარბევის დღეა!

9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!

მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას!იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა!

დიდება გმირებს!
პ.ს. სირცხვილი თქვენ – საქსრთველოს ე.წ. მთავრობა- : “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ !” – ნათქვამია ზურაბიშვილის პოსტში.

იტვირთბა....