ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში მთავარ სიტყვას რუსეთი იტყვის”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანე და აცხადებს, რომ კონფლიქტში გადამწყვეტ სიტყვას რუსეთი იტყვის.

როგორც ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, არაა გამორიცხული, კონფლიქტის განახლება თავად რუსეთის მიერ იყოს წაქეზებული, ვინაიდან სომხეთს საკუთარი ძალები აჩვენონ.

“აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში მთავარ სიტყვას რუსეთი იტყვის. მეტიც, მაღალი ალბათობით, ეს ესკალაცია მათივე წაქეზებულია. რუსეთს არ მოსწონს, რომ ბოლო პერიოდში სომხეთს გაუჩნდა რუსეთის პროტექტორატიდან გამოსვლის ილუზია და აჩვენებს მოვლენების განვითარების დემო-ვერსიას, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მარტო დარჩებიან აზერბაიჯან-თურქეთის პირისპირ.

მათ ახლა შეუძლიათ ერთის მხრივ აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილონ და მეორეს მხრივ, სომხეთი იძულებით დააბრუნონ საკუთარ ორბიტაზე.

ჩვენ შეიძლება ვიხილოთ რუსული, ან რუსულ-თურქული სამშვიდობო ძალები ყარაბაღში.
ეს ჩვენთვის მოვლენების უკიდურესად არასასურველი, მაგრამ საკმაოდ რეალისტური განვითარებაა,”- წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....