გენერალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე მთიან ყარაბაღის კონფლქტის ზონაში განვიტარებულ საობარო მოქმედებებს სოციალური ქსელით ეxმიანება.
როგორც სალუქვაძე წერს, მოსალოდნელი იყო, რომ კონფლიქტის განწვავება იქნებოდა წინამორბედებზე მძაფრი და ამ გამძაფრების მალე ჩაცხრობის მოლოდინი ნაკლებად არსებობს.
გენერალის შეფასებით, რაც კონფლიქტის ოზნაში ხდება, ეს უკვე სამხედრო მოქმედებებია და ასეთი მასშტაბები 1994 წელს შემდეგ არ ყოფილა.
“ეს არაა ადრინდელივით შეტაკებები ურთიერთშეხების ზოლთან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებებია. ასეთი მასშტაბები 1994 წელს შემდეგ არ ყოფილა.
მხარეები ასახელებენ მოწინააღმდეგის მხრიდან ასობით დანაკარგების შესახებ დაღუპულთა სახით და ასევე ასობით დაჭრილებზე. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, ერთი დღე-ღამისთვის ბევრია. განადგურებული ტექნიკის ვიდეო კადრები ვრცელდება,”- წერს სალუქვაძ.
ექსპერტის თქმით, საკითხთან მიმართებაში საქართველოს ოფიციალური განცხადებები დროული და მართებულია.
“საერთაშორისო ძალისხმევა ფაქტიურად ჯერ არ მიგრძვნია, თუ არ ჩავთვლით გარე აქტორების სატელეფონო საუბრებს. მსოფლიოს სძინავს. საქართველოს ოფიციალური განცხადებები დროული და მართებულია.
ასეთი გამწვავებებისას, თუ პირველივე დღეს არ განხორციელდა ეფექტიანი დიპლომატიური ნაბიჯები, შემდეგ ასეთი გამწვავების გაჩერება რთულია, რადგან იქ უკვე ომია და არა უბრალოდ ორმხრივი სროლები შეხების ზოლში.
თუ ბოლო გამწვავებას გავიხსენებთ, პირველი საშიშროება, რაც შეიძლება ვიხილოთ, ესაა ეთნიკური დაპირისპირებები რუსეთში. სხვა ქვეყნებს არ ჩამოვთვლი და ნურც თქვენ განავრცობთ,”- აცხადესბ სალუქვაძე.
ამასთან, კითხვას, თუ როგორ აისახება საქართველოზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ექსპერტის თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება საქართველოსა, და ზოგადად კავკასიის რეგიონის ეკონომიკაზე საგრძნობლად აისახება.
“ხშირად მეკითხებიან, როგორ აისახება საქართველოზე? ყოველთვის მომყავს ასეთი მაგალითი. როცა მეზობლის სახლი იწვის, როგორ აისახება შენს სახლზე (კორპუსში ბინაზე, მეზობელ სადარბაზოზე)? პასუხი ცხადია, ხომ?
როგორც მინიმუმ აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელ რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება.
ამავე დროს, არავინ იცის როგორ ჩაერევიან გარე ძალები. თურქეთმა განაცხადა ყოველმხრივი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთი და კუხო (ОДКБ) სომხეთის მოკავშირეები არიან. მიუხედავად ნიკოლ პაშინიანისადმი არსებული უკმაყოფილებისა, რუსეთს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება, და, შესაძლოა, მეტიც (ვითარებიდან გამომდინარე).
ესაა საკმაოდ მოკრძალებული და რბილი შეფასებებია,”- აღნიშნავს ექსპერტი.
ამასთან, სალუქვაძე სოციალური ქსელის მომხმარებელს მოუწოდებს, რასაც ამ კონფლიქტის შესახებ დაწერენ, ყველა სიტყვა ზომიერი უნდა იყოს.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს მსხვერპლი და დაშავებუალები ჰყავთ. აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.
მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.