ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაერო-ს გენერალური მდივანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთსა და აზერბაიჯანშ შორი სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება და ის საომარი მოქმედებების განახლების გამო შეშფოტებას გამოხატავს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაერო-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი  გმობს ძალის გამოყენებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.

ამასთან, გუტერეში მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოწოდებს.

ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად  სომხეთს  100-ზე მეტი დაშავებული და 16 გარდაცვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.

ინფორმაციისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის აღნიშნული რეგიონი, რომელიც ძირითადად სომხებით დასახლებულია ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

იტვირთბა....