ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვუწოდებ გახარიას, დაუყონებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო” – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ მოიწვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე დროულად იმსჯელონ.

დოლიძის თქმით, ორ მნიშველოვან მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებული საომარი მოქმედებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც საქართველოზე ასევე მთელს ამიერ კავკასიაზე.

„ამიერკავკასიაში მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. სტრატეგიულად მნიშვნელოვან მეზობლებს შორის დაძაბულობა კი უარყოფით გავლენას მოახდენს მთელს რეგიონში, რაც პირდაპირ და მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა – რას ვაკეთებთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და რას ვეუბნებით ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებს. სწორედ, ასეთ სიტუაციებში სათათბიროდ შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, როგორც პრემიერის სათათბირო ორგანო და რომელიც დღემდე არც ერთხელ შეკრებილა,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.

იტვირთბა....