მთავარი ციტატა

“გემრიელი და ულამაზესი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ” – ნათელაშვილი მაჟორიტატობის ქალ კანდიდატურებზე

“გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად — ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს”.

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ მან ლეიბორისტულმა პარტიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 10 ოლქში მაჟორიტარობის ქალი კანდიდატები წარადგენისას განაცხადა. ნათელაშვილმა ქალი კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, რომ მათ “მხოლოდ სილამაზის გამოც” მისცემდნენ ხმას.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ქალი კანდიდატების წარდგენისას ვიზუალურ მახასიათებლებს ხაზი გაუსვა. 

ასევე, კანდიდატების წარდგენისას შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრობის პოსტი დაიკავოს.

იტვირთბა....