“მე მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. რის შემდეგაც ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ადამიანი, როდესაც ნამდვილად გვექნება ის საქართველო, რომლის ოცნებაში არაერთი თაობა წავიდა”.
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პატრიის” ლიდერი
ამის შესახებ მან მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე პარტიის ლიდერმა უკვე წამოაყენაა პრემიერობის საკუთარი კანდიდატურა. “სტრატეგია აღმაშენებლმა” პრემიერობის კანდიდატად პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე წარმოადგინა. “ნაციონალური მოძრაობის” და “ძალა ერთობაშიამ” პრემიერობის კანდიდატად, მიხეილ სააკაშვილი, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” მომავალ პრემიერად მოქმედი, გიორგი გახარია წარადგინა.