„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ითხოვს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბოდიში მოიხადოს.
სამადაშვილის თქმით, საქმე ეხება ჯაფარიძის სიტყვებს: „ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“.
სამადაშვილის ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
მისი თქმით,სალომე სამადაშვილმა TV პირველის გადაცემაში საკითხი ისე დააყენა, რომ თუკი გირჩს ენმ-ის მხარდამჭერების ხმები უნდოდა, სიმართლის საუბრისთვის თავი უნდა დაენებებინა.