ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის მიერ საზღვრის ჩაკეტვას არაადეკვატური უწოდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუმა ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს არაადეკვატიური უწოდა. ამის შესახებ მან “ЛРТ-სთან” ინტერვიუსში განაცხადა.

„ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ, რას ნიშნავს ეს, ნიშნავს ეს საზღვრების ტვირთებისთვის, თუ ადამიანებისთვის ჩაკეტვას, თუ კიდევ სხვა რამეს. იყო ასევე განცხადება, რომ ნახევარი არმია გადაისროლეს დასავლეთ საზღვრის დასაცავად. ეს არის არაადეკვატური ადამიანის არაადეკვატური რეაქცია არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენბთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია დასავლეთის ქვეყნებთან საზღვარი ჩაკეტოს.

იტვირთბა....