ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა დასავლეთის ქვეყნებთან საზღვარი ჩაკეტოს. ამის შესახებ ინფორმაციას Tut.by ავრცელებს.
“ჩვენ იძულებული ვართ დავკეთოთ სახელმწიფო საზღვრები პოლონეთთან, ლიეტუვასთან და უკრაინის საზღვართან გააძლიეროს სამხედრო კონტიგენტი” – განაცხადა ლუკაშენკომ.
კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო უწყებამ და ლუკაშენკოს “არაადეკვატური ადამიანი” უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ბელარუსის ლიდერს უჩია “დალიოს წყალი და დამშვიდდეს”.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ დროა სამხედროებმა დატოვონ ქუჩა, რადგან შიშობს, რომ მცირე მანევრებია დარჩენილი რომ დაპირისპირება ომში გადაიზარდოს.