ტალინში, 28-30 ოქტომბერს, საერთაშორისო გამოფენა – „Tallinn Food fair 2015“ იმართება. გამოფენაზე ქართული პროდუქტებიდან წარმოდგენილი იქნება: ჭაჭა, ლუდი, ღვინო, ლიმონათი ჩაი, წვენი, ნუგბარი, ჩურჩხელა, ჩირის ნაირსახეობები, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი, ჯემი, მურაბა საწებელი. ამასთან, ქართველი მზარეული ვიზიტორებისთვის ქართულ ტრადიციულ კერძებსაც დაამზადებს. გამოფენის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
” გამოფენაში „Tallinn Food fair 2015“ ადგილობრივი და ევროპული ქვეყნების 100-ზე მეტი სურსათის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ფარგლებში, საკვები პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართება.
„Tallinn Food fair 2015“-ზე, საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართულმა კომპანიებმა: „ქართული ლუდის კომპანია”, „ქიმერიონი”, შპს „კულა”, შპს „ლივო”, შპს „ქართული სახლი“. ღვინის, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, 2014 წლიდან გამოფენაში „Tallinn Food fair“ საქართველო აქტიურად მონაწილეობს.
ესტონეთში „Tallinn Food fair“ 1993 წლიდან იმართება და ყოველწლიურად, მონაწილეთა და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. აღნიშნული გამოფენა სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.