მთავარი ციტატა

“ჩიტიძის ჩვენება ერთადერთი მიზეზითა შექმნილი, თითქოს საქმე გამოძიებულია, ეს ასე არაა”- ვახო რევაზიშვილი

“ჩიტიძის ჩვენებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ჩიტიძის ჩვენება ერთადერთი მიზეზით იყო შექმნილი, რომ წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს საქმე გამოძიებულია. ეს ნამდვილად ასე არ არის. პროკურატურა გამუდმებით აპელირებს, რომ უამრავი მტკიცებულება აქვს, თუმცა, გთხოვთ, ჰკითხოთ, რომელ უამრავ მტკიცებულებაზეა საუბარი, როცა არცერთი მტკიცებულება და ჩვენება არ ადასტურებს, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა.”

ვახო რევაზიშვილი – ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა

ამის შესახებ ვახო რევაზიშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, კობა ჩიტიძემ გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა. მან გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა თანამესაკნემ ნიკოლოზ რევაზიშვილმა შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა და მომხდარი მოვლენები დეტალურად მოუყვა.

საქმეში კობა ჩიტიძის გამოჩენამ ბევრი კითხვა გააჩინა. ვინაიდან მისი ჩვენება ზუსტად აღწერს პროკურატურის ვერსიას, გაჩნდა ეჭვი, მოწმე ხომ არ არის ჩანერგილი. თავად ჩიტიძის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მან პროკურატურას ჩვენება რაღაცის სანაცვლოდ მისცა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ,რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია.

იტვირთბა....