ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. “შაბათის ეთერმა” გაასაჯაროვა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეოკადრები, სადაც შაქარაშვილის საქმის ბრალდებულები სასჯელს იხდიან.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია. აღნიშნული მასალა ტვ “პირველს” წყარომ მიაწოდა.
ჩანმაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
ბრალდებულები იუბილარ ანი გაბეჩავაზეც საუბრობენ. საუბარში ირკვევა, რომ იუბილარი მათ 15 ათას ლარს სთხოვდა. ასევე, ბრალდებულები ერთმანეთში არკვევენ, ვინ ვინ “ჩაუშვა.”
ვიდეოში ბრალდებულები საუბრობენ, რომ ერთ-ერთ მოწმეს უნბდა მიადგნენ და მის ცოლ-შვილზე მუქარით ეცადონ, ჩვენება შეცვალოც.
„რატომ მაქვს ამხელა სროკი, ამის დედის მ….ი მ….ნ. გაბეჩევა რას ამბობს, შოკშია კიდე? ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მოკლულია მაგათი დედას შ….ი“,- საუბრობენ ფარულ ჩანაწერში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.