ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ არის კობა ჩიტიძე, რომელმაც გამოძიებას შაქარაშვილის მკვლელობის დეტალები მოუყვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მოწმე კობა ჩიტიძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ის 2000 წელს მეზობლის მკვლელობის ბრალდებით, მეორედ კი, 2020 წლის 27 ივნისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ჩიტიძე, რომელიც წინაპატიმრობის პერიოდში შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზისვილის საკანში მოხვდა, გამოძიებას სკანდალური ჩვენება მისცა. ჩიტიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაია, რომ თითქოს, რევაზიშვილმა მას შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ დეტალურად მოუყვა და იცოდა, როგორ მოკლეს 19 წლის ფეხბურთელი.

“შაბათის ეტერის” ჟურნალისტები ჩიტიძის ოჯახში მივიდნენ. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ჩიტიძემ შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება გამოძიებას რაღაცის სანაცვლოდ მისცა.

“თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. ეგ თვითონ ნასამართლევია. მანდ რაღაცა ხდება. ვერავინ ვერაფრით ვერ დამარწმუნებს, რომ მანდ რაღაცა არ ხდება,”- აცხადებს დაკავებულის დედა.

ამასთან, ჩიტიძის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა რამდენიმე დღის წინ დაურეკა და უთრხა, რომ 11 სექტემბერს საპატიმროდან გაათავისუფლებენ.

“დარეკა, გვითხრა, 11 სექტემბერს მიშვებენ და ჩემს ძმას უთხარი, გლდანის ციხესთან დამხვდესო. მე ვუთხარი, რა მიქენი, რას ვისმენ დამღუპე-მეთქი.. ნუ გეშინია, არაფერი არააო,”- აცხადებს ჩიტიძის დედა.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება რომ დაგეგმილია, ამაში თავად ჩიტიჩის მამაც დარწმუნებულია.

იტვირთბა....