მთავარი ციტატა

“პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა…”- ახალი ჩანაწერები შაქარაშვილის საქმეზე

“ვეუბნებოდი მეთქი ნუ გარბიხართ, ნუ მისდევთ ადამიანს გული გადამიცივდა. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მეთქი ნუ მისდევთ. ჩანთა არის ძალიან საინტერესო დეტალი… დადებულია …თუ ეგ ბავშვი გალახულია და გალახვის შედეგად აქვს მიღებული და არა დაგორების შედეგად, მაშინ ალალია ძმაო. მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის კაცი. ეშინოდა წყლის. რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი, იმენა რა… პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა.”

ნიკოლოზ რევაზიშვილი – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული

ამის შესახებ რევაზიშვილი იმვიეოკადრებში ლაპარაკობს, რომელიც პროკურატურამ საკნებში ფარულად ჩაწერა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ბრალდებულები ტრაგედიის ღამეს მომხდარ მოვლენებს იხსენებენ. ასევე, ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.

 

 

 

იტვირთბა....