aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, სამის წყარო უცნობია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. მისივე თქმით, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, სამი შემთხვევის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„3 გახლავთ დონას კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან,  4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 გახლავთ შემოტანი შემთხვევა და აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3 ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და წყაროს დადგენა.

45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას და კიდევ საინტერესოა და 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....