მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

ფოტო, სადაც ჩანს საქმიდან გამქრალი “ფლეშკა”, რომელსაც ბაჩალიაშვილი სულ თან ატარებდა

დღემდე არ წყდება საუბრები პროგრამისტ თამუნა ბაჩალიაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრება, ხოლო დაღუპულის ოჯახს პროკურატურის არ სჯერა და აცხადებს, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის მოკლეს.

პერიოდულად საუბრები მიდიოდა მეხსიერების ე.წ. “ფლეშკაზე”, რომელიც ბაჩალიაშვილს მანქანის გასაღებთან ერთად ყოველთვის თან დაჰქონდა. თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო ამ საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება და ბურუსით მოცული საქმის გასაღები.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალაიაშვილი აცხადებდა, რომ მეხსიერების ბარათი, რომელსაც მისი შვილი გასაღებების ასხმასთან ერთად ატარებდა, ავტომობილში აღარ აღმოჩნდა. არადა, მისი თქმით, მაწვანში მანქანის პოვნის დროს, მეხსიერების ბარათი ადგილზე იყო, ხოლო ექსპერტიზაზე ავტომობილის გახნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის გაუჩინარებულია.

„ფაქტია, „ფლეშკა“ აღარ არის. მუქი ფერის „ფლეშკას“ თამარი ხელიდან არ უშვებდა. ის აღარ არის“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, “მეტრონომმაც” გამოაქვეყნა ბაჩალიაშვილის მამის ციტატა, სადაც დაღუპულის მშობელი იხსენებს, თუ რა უთხრა მას გამომძიებელმა. “გამომძიებელმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი შარშიაო” – ამბობდა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

“მეტრონომმა” ახლო პლანზე მოაახლოვა ვიდეო, რომელიც ამასწინათ პროკურატურამ გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის გაუჩინარების წინა დღეს რამდენიმე აფთიაქში თამარ ბაჩალიაშვილი და ყიდულობს მედიკამენტებს. ერთ-ერთ აფთიაქში ის იღებს მანქანის გასაღებს და დებს აფთიაქის დახლზე. სპეციალურად მოახლოებულ კადრში, შეიარაღებული თვალით ჩანს გასაღების ასხმა და მასთან ერთად შავი ფერის “ფლეშკაც”, რომელიც პატარა ზომის წითელი წრეწირით სპეციალურად შემოვხაზეთ.

აშკარაა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სულ თან ატარებდა აღნიშნულ, მუქი ფერის (როგორც ოჯახი ამბობს და ფოტოზეც ჩანს) მეხსიერების ბარათს, რომელიც ამ ეტაპზე საქმეში არ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა და ის რამდენიმე დღეში 50 კილომეტრის მოშორებით ტყეში, საკუთარ ავტომობილში მკვდარი იპოვეს.

გუსტავ შავერზაშვილი

იტვირთბა....