ახალი ამბები მთავარი ციტატა

სად გაქრა მეხსიერების ბარათი, რომელიც ბაჩალიაშვილს სულ თან ჰქონდა: “იმიტომ მითხრა შენი შვილი შარშიაო”

“მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა. რაც მაინტერესებდა ყველაზე მეტად – ფლეშკა აღარ არის. როგორც იმ კომპიუტერზე ფლეშკა გაქრა, იგივე გაქრა გასაღებზე. გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდ შარშია გახვეულიო.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ამის შესახებ მან რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, მისი შვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზის და­წყე­ბამდე გა­ნა­ცხა­და.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....