სპეციალური პენიტენციური სამსახური შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ჩანაწერები არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული, ვინაიდან ის საპატიმროებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას.
განცხადებასი აღნიშნულია, რომ ” ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა.”
“„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც როგორც ეთერში ითქვა, N8 პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ საკნებშია დამზადებული.
პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას.
სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად.
ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.