პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები მტკიცებულებების სახით მოიპოვა. აღნიშნული მასალა დღეს ტვ “პირველმა” გაასაჯაროვა.
ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
ბრალდებულები იუბილარ ანი გაბეჩავაზეც საუბრობენ. საუბარში ირკვევა, რომ იუბილარი მათ 15 ათას ლარს სთხოვდა.
“ეს გაბეჩავა რას ამბობს, შოკშია კიდე? მაგის გამზრდელი მოვ**, მეორე დღეს ვნახეთ, ჯარიმას მიწერენ 15 ათასს და გადამიხადეო. ჩვენ ვუთხარით, დაგირეკავ საღამოსთქო. კარანტინის დროს ათ კაცზე მეტის შეკრება ხომ არ შეიძლებოდა და ჩვენ ვიყავით 60,”- უყვება შაქარაშვილის საქმეზე, მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი თანამესაკნეს.
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.