“მირიან ნიკოლაძეს დასჯიან, იმის გამო, რომ ბარიგა გამოუშვა ციხიდან. სიტყვასიტყვით გეუბნებით, ნიკოლაძეს გამოტანილი აქვს განაჩენი. ჩემი შვილისა და შაქარაშვილის საქმის გამო არა. მანამდე აქვს მას გამოტანილი განაჩენი, იმიტომ, რომ მან გამოუშვა ნარკობარიგა, ზაუტაშვილი.”
თამაზ ხომასურიძე – შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა
“თაბათის ეტერი”
ორგანიზაცია “:თეთრი ისარი” რომლის შესახებაც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასწრულწლოვანის მამა თამაზ ხომასურიძე საუბრობდა, შეიარაღებულ არაფორმალურ დაჯგუფებას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ “პირველი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რსებობს გაერთიანება “თეთრი ისარი”, რომელშიც 25 კაცია გაწევრიანებული. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია ქვეყანაში პარალელურ გამოძიებას ახორციელებს.