ორგანიზაცია “:თეთრი ისარი” რომლის შესახებაც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასწრულწლოვანის მამა თამაზ ხომასურიძე საუბრობდა, შეიარაღებულ არაფორმალურ დაჯგუფებას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ “პირველი” ავრცელებს.
ორგანიზაციამ შუამავლის სახელით ტელეკომპანიას მიაწოდა კადრები, სადაც შვიდი სახეობის იარაღია ასახული.
ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული იარაღის საცავი თბილისში მდებარეობს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რსებობს გაერთიანება “თეთრი ისარი”, რომელშიც 25 კაცია გაწევრიანებული. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია ქვეყანაში პარალელურ გამოძიებას ახორციელებს.
იცილეთ ტვ “პირველის” ვიდეო.